ოფისი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საზოგადოებების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ რუპერტ დ’ კრუზმა გახსნეს.
როგორც ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, მათთვის დიდი პატივია რომ ოფისი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად გახსნეს. როგორც რუპერტ დ’ კრუზმა განაცხადა, მოხარულია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სრულფასოვანი წევრია და ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ. კრუზის განცხადებით, მათ უნდათ თანამშრომლობა საქართველოსთან უფრო მეტად გააღრმაონ.
ოფისის გახსნის შემდეგ სხდომა გაიმართა, რომელსაც დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. |